გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ
საქართველოში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღეს, 25 სექტემბერს კი, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, მთიან და
სანაპირო რაიონებში, შუადღის საათებიდან შესაძლებელია იყოს ხანმოკლე
წვიმა, ელჭექით.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს, მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო
და დაბლობ რაიონებში 24-დან 29 გრადუსი იქნება, მთიანში - 26-28,
მაღალთიანში კი - 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
„ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით უნალექო, თბილი
ამინდები იქნება. 26 სექტემბრის მეორე ნახევრიდან 27 სექტემბრის
ჩათვლით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება
აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დაახლოებით 17-22 მ/წმ-ი იქნება
დაქროლვა. ქარი შენარჩუნდა 29-30 სექტემბერსაც, თუმცა მისი სიძლიერე
დაიკლებს“,- განმარტავს დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, 30 სექტემბრის ჩათვლით, დაბლობ რაიონებში დღის
მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია 31-დან 34 გრადუსს შორის
მერყეობდეს, მთებში 31 გრადუსამდე იქნება, მაღალმთაში კი 27 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები