სამტრედიაში, ყოფილი პოლიციელის სახლს, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ყოფილი პოლიციელის
სახლში შეიჭრა და ფანჯრებსა და კედლებს ტყვიები დაუშინა, რის
საპასუხოდაც ყოფილმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა.
თავდამსხმელი კლინიკაშია გადაყვანილი. ყოფილი პოლიციელი
დააკავებულია.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, დამატებით
დეტალებზე კი განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები