28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მთელი
ქვეყნის მასშტაბით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა)
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება.
ვაქცინაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სპეციალურად
გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან
გაიმართება.
„წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - ყველა ერთისთვის, ერთის
ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ
როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას“,- განმარტავენ სააგენტოში.
უფასო ვაქცინაცია, 11:00-16:00 საათებში, იმერეთში, შემდეგ
მისამართებზე ჩატარდება:
ქუთაისი - ნიკეას მე-3 ჩიხი №5 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს
შენობა);
ბაღდათი - ვაჟა-ფშაველას ქ. №5 (ყოფილი სასამართლოს შენობა, 1
სართული);
ვანი - თავისუფლების ქ. №65 (მერიის მიმდებარედ);
ზესტაფონი - მაღლაკელიძის ქ. №2;
თერჯოლა - შ. რუსთაველის ქ. №109 (მერიის მიმდებარედ);
სამტრედია - რესპუბლიკის ქ. №6 (მერიის მიმდებარედ);
საჩხერე - თამარ მეფის ქ.№9 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს
შენობა);
ჭიათურა - ნინოშვილის ქ. №11 (მუნიციპალიტეტის შენობის
მიმდებარედ);
ხარაგაული - სოლომონ მეფის ქ. №19ა (ყოფილი პოლიციის შენობის
მიმდებარედ);
ხონი - პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №17 (საკრებულოს მიმდებარედ);
ტყიბული - კარლო ლომაძის მოედანი №3 (მერიის მიმდებარედ).
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის
ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007
წელს დაწესდა. საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2013 წლიდან
უერთდება.
მასალის გამოყენების პირობები