საქართველოს მთავრობის 19 სექტემბრის დადგენილებით, პაპილომავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
27-დან 45 წლამდე ქალებიც შეძლებენ.
დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, 15-45 წლის ასაკობრივ
ჯგუფში ვაქცინაციას ქალები ექიმის რეკომენდაციით შეძლებენ. სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაციაა
შესაძლებელი შემდეგი სქემით 0 – 2 – 6 თვე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური
ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს
შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
ვაქცინაცია უფასოა 15 წლამდე მოზარდებისთვისაც. მათ ორჯერადი
ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით ჩაუტარდებათ.
ამასთან, პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის
საწინააღმდეგოდ აცრა 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფშიცაა
შესაძლებელი. 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია
განხორციელდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე
დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო
მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს
არანაკლებ 3 თვე.
მასალის გამოყენების პირობები