ბოლო ათ წელიწადში, ქუთაისში, ნინოშვილის სკვერის რეაბილიტაციისთვის 2
მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
პირველად, სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2012 წელს ჩატარდა,
რაშიც ქალაქის მერიამ 560 865 ლარი დაიხარჯა, წელს კი მისი მოწყობა 1
250 000 ლარამდე დაჯდა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს, საფეხმავლო
ბილიკებსა და მწვანე საფარს. ამასთან, განთავსდა საბავშვო
ატრაქციონები, ძელსკამები და დეკორატიული სანათები. სკვერი
ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ნინოშვილის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“
განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები