ახალი ამბები
საქართველოში ქორწინების შემთხვევები 9%-ით შემცირდა, განქორწინება კი 3%-ით გაიზარდა
FaceBook
2023 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ წლიურად ქორწინების მაჩვენებელი - 8.9%-ით შემცირდა, ხოლო განქორწინების შემთხვევები - 3%-ით არის გაზრდილი.

კერძოდ, 2022 წლის 1-ელ 6 თვეში საქართველოში ქორწინების 11 378 და განქორწინების - 6 628 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება რეგიონებს, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში რეგიონების მიხედვით, როგორც ქორწინების (3 057), ისე განქორწინების (2 332) მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი იმერეთია - ქორწინების - 1 614, ხოლო განქორწინების 1 182 მაჩვენებლით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.