ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო
ინსტიტუტად. ასე მიაჩნია გამოკითხულთა 78%-ს.
საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის გამოკვლევით,
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას
ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით
არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად
ჩატარდა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში რეფერენდუმის გამართვის
შემთხვევაში, მოქალაქეების 74% მხარს დაუჭერს ქვეყნის ევროკავშირში
გაწევრიანებას.
საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის მთავარი მიგნებებია:
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებად აფასებს ევროკავშირისა
და საქართველოს ურთიერთობას (84%);
გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის
შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად
მიიჩნევს;
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი რომ
ჩატარებულიყო (კვლევის ჩატარების დროს, 2023 წლის თებერვალი),
მოქალაქეთა უმრავლესობა გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა (74%);
მედიასაშუალებებში ევროკავშირი წარმოდგენილია დადებით (53%) ან
ნეიტრალურ (32%) ჭრილში;
ეკონომიკური განვითარება და ვაჭრობა (46%), განათლება (40%) და
უსაფრთხოება (47%) ის სფეროებია, რომლებშიც უფრო მეტი მხარდაჭერა
მისასალმებელი იქნება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ
სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, ასახავს ევროკავშირის შესახებ
განწყობებს აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში. (სომხეთი,
აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).
მოცემული გამოკითხვა 2023 წლის თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით
შერჩეულ 1000 რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები