შოვში, ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები, ერთჯერადი დახმარების სახით,
20 ათას ლარს მიიღებენ.
ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას. 32 ჩვენი
მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ
გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს
ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ
გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“,- განმარტა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
მან გურიაში მომხდარ სტიქიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც
სახლები დაენგრა, ყველას განსახლება მოხდება და მთავრობა მათ ახალ
საცხოვრებელს შეუძენს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გურიაში ვისაც სახლი დაენგრა, ვისი
სახლიც გამოუსადეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და
ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან
თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი
გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში
დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“,- განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები