სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგად, 16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა.
უწყების ცნობით, დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების
მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
მათივე ინფორმაციით, უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში
ჩართულობის საშუალებები, ამასთან, დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად
მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება.
"პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა
პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს, პენიტენციურ სისტემაში
„ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის
შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური
განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული
კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან
რეინტეგრაციაში დაეხმარება",- განმარტავენ სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში.
მასალის გამოყენების პირობები