საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან 3 სკოლაში სარემონტო სამუშაოები
მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე მე-9, 37-ე და 34-ე საჯარო სკოლები
ალტერნატიულ სივრცეებში გადავლენ.
ქუთაისის სკოლებში, წელს, 2 600-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდა. მათ
სახელმძღვანელოები და ნოუთბუქები უფასოდ გადაეცემათ.
ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლაში ჯამში 33 500-მდე აღსაზრდელი
სწავლობს.
ქუთაისში სულ 38 საჯარო და 9 კერძო სკოლაა.
მასალის გამოყენების პირობები