ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, თვითმფრინავების
სადგომი ბაქნის რეკონსტრუქცია და სადგომების სქემის შეცვლა იგეგმება.
შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებისთვის საქართველოს აეროპორტების
გაერთიანებას 11.4 მილიონი ლარის ტენდერი [NAT230018501] უკვე
გამოცხადებული აქვს.
„სამუშაოების წარმოებისას საპროექტო ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა
იყოს სააეროდრომო სპეც.ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები
უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე
მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.
სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პერიოდში
მოძრაობის ორგანიზაციისა და სამუშაოების წარმოების ადგილების
შემოფარგვლა შესრულდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების
მაღალი ხარისხი“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ოდენობაც ბოლო სამის წლის
პერიოდში ჯამურად არანაკლებ 60 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 4 ოქტომბერს იწყება და 9-ში
სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები