გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, დასავლეთ
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღეს, 11 სექტემბერს, დასავლეთში თბილი ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა სანაპიროსა და დაბლობ რაიონებში 25-დან 27
გრადუსამდეა ნავარაუდევი, მთიან რაიონებში - 21-23 გრადუსი
დაფიქსირდება, მაღალმთიან რაიონებში კი - 18-20 გრადუსი.
„ხვალ და ზეგ, 12-13 სექტემბერს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 2-3
გრადუსით, რადგანაც დღის მეორე ნახევარიდან, დასავლეთ საქართველოს
უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმები.
14 სექტემბერს, დღისით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის
ტემპერატურა დაიწყებს მომატებას და 15-17 სექტემბერს, შესაძლოა,
დაბლობ რაიონში 28-30 გრადუსი, სანაპიროზე კი - 24-26 გრადუსი
დაფიქსირდეს“,- განმარტავს დოდო გვაზავა.
მასალის გამოყენების პირობები