2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები
პირველკლასელების მსგავსად, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც
სავალდებულო გახდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, მე-2
კლასის მოსწავლეებს ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით
მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველად, პირველკლასელთათვის
ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს გახდა
შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა მიიღო. 2023-2024 სასწავლო წელს კი ეს პროგრამა ფართოვდება
და ჭადრაკს მე-2 კლასელებიც სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
მასალის გამოყენების პირობები