9 სექტემბერს, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ოკაცეს
ჩანჩქერი ვიზიტორთათვის დაიკეტა.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
თუ როდის განაახლებს ჩანჩქერი მუშაობას, ამაზე სააგენტოში
განმარტავენ, რომ ამინდზეა დამოკიდებული და აღნიშნულთან დაკავშირებით
ინფორმაციას მათ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრის დილამდე,
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები