კანონის ამოქმედებიდან პირველ 5 დღეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, 167
სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 4-8
სექტემბრის პერიოდში, ყველაზე მეტი - 92 ჯარიმა თბილისში მოძრავი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე
დაიწერა. 34 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 29 - ბათუმში, 12
კი - ქალაქ რუსთავში.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით
დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში
ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი,
მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500,
1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,
სამარალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის ვებგვერდებზე:
www.des.gov.ge შეეძლებათ; ჯარიმის გადახდა კი შსს-ს
ვებგვერდის
www.videos.police.ge საშუალებითაა შესაძლებელი“, -
აცხადებენ უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება
საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და
ბათუმში, 4 სექტემბრიდან დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები