სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის
ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის
ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში
(დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი; დისტრიბუტორი საქართველოში:
ი/მ გაგიკ კობალიან) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I
გამოვლინდა.
სუდანის ჯგუფის საღებავები ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს
განეკუთვნება და სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს წარმოადგენს, რომლის
დამატებაც სურსათში აკრძალულია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს
კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ინსპექტორებმა დისტრიბუტორ კომპანია ი/მ
„გაგიკ კობალიანს“ აღნიშნული სურსათის რეალიზაცია აუკრძალეს. ასევე,
უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა,
გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების
შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება დაავალეს.
მასალის გამოყენების პირობები