სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობის მშენებლობა მომავალი წლის
გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. ადგილზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ
ფაზაში უკვე მიმდინარეობს. არქივის ახალი შენობა ირაკლი აბაშიძის
ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ აშენდება.
არქივის ახალი შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება,
დოკუმენტების საცავებს კი – 2805 კვ. მეტრი დაეთმობა. შენობა
კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება
აღჭურვილი.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე
განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება
დაცული.
შენობაში ასევე მოეწყობა სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები.
სამშენებლო სამუშაოებს 4 მილიონ ლარად კომპანია შპს "საბა
კონსტრაქშენი" ასრულებს.
სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა
დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები