სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე
კმ-ებზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.
მიზეზი უხვი ნალექია, რის შედეგადაც მდ. ლესი ადიდდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ როგორც კი
აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონე დაიწევს, გაწმენდითი სამუშაოები
მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში
აღდგეს.
უწყების ცნობით, გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის
საავტომობილო გზაზე იმოძრავებს.
მასალის გამოყენების პირობები