გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს, დღის მეორე
ნახევრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდებია
მოსალოდნელი.
კერძოდ, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის,
მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას,
ელჭექს და ზოგან სეტყვას პროგნოზირებენ.
სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს, დღისით, ნალექების ინტენსივობა
შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ
რაიონში, კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია
3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 სექტემბრიდან, მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში
შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან
ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები