სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში,
მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.6%-ით
გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება,
ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით
დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.3-პროცენტიანი
ზრდით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 1.28 პროცენტული პუნქტი
შეიტანა
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან
შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9.7%-ით
გაიზარდა.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის
26.1-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 5.7-პროცენტიანი
გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.79 და 3.17 პროცენტული პუნქტი
შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
მასალის გამოყენების პირობები