შოვში მომხდარი სტიქიიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა.
სტიქიის ზონაში მაშველების მიერ სამძებრო სამუშაობი კვლავ აქტიურ
რეჟიმში გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 31 ადამიანის
ცხედარია ნაპოვნი, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.
სტიქიის ზონაში კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. უწყების ცნობით, ორივე
არასრულწლოვანია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის
განცხადებით, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე
ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება.
ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანის ცხედარი, სტიქიის ეპიცენტრიდან 40
კილომეტრის მოშორებით, მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს. მას შემდეგ
შსს-ს გვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ
სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები