ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს მერიამ ბინით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც წლებია მერიისგან ბინას ელოდება, ბინით დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს.

გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, სადაც სოციალური საცხოვრისი მოეწყო, ბინები 42 ოჯახს გადაეცა, მათ რიცხვში ვერ მოხვდა მრავალშვილიანი დედა ნინო ლომიძე, რომელიც 4 შვილს გაჭირვებაში ზრდის.

ნინოს მერიაში განუმარტეს, რომ სოციალურ საცხოვრისში ბინის მისაღებად მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსი საკმარისი არ იყო და ძალადობის მსხვერპლის მოწმობა ან ქრონიკული დაავადების დამადასტურებელი საბუთიც უნდა წარედგინა, სხვა შემთხვევაში საჭირო ქულას ვერ დააგროვებდა.

"8 ქულა უნდა დამეგროვებინა, მაგრამ მხოლოდ 6 ქულა დავაგროვე. ქულას მერიაში არსებული კომისია ადგენს. განმიმარტეს, რომ საჭირო ექვსი ქულის მისაღებად ძალადობის მსხვერპლის სტატუსი უნდა მქონოდა, ან ქრონიკული დაავადების შესახებ წარმედგინა ინფორმაცია.

ჩემს ქმარს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ყველა ფეხზე დავაყენე, მაგრამ ვერც არქივში იპოვეს და ვერც - ბაზაში. ქრონიკული დაავადება კი ოჯახში არავის აქვს. მერე ფორმა 100 მივიტანე იმის დასტურად, რომ აპარატზე ვიყავი შეერთებული და ფეხში მეტალი მაქვს ჩადგმული, არც ამან გაჭრა. ყველა იმედი გადამეწურა, ისე ვარ გადაღლილი, აღარაფერი მინდა, ცხოვრება დამინგრიეს. სხვა გზა არ მაქვს, ქვეყანა უნდა დავტოვო", - ამბობს ნინო ლომიძე.

ის წლებია შვილებთან ერთად ქირით ცხოვრობს. ნინოს 4 შვილიდან, სამი მცირეწლოვანია. ოჯახის ერთადერთ შემოსავალს 840 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა შეადგენს. აქედან 350 ლარს ქირაში იხდიან. დიდია გაზმომარაგების და ელექტროენერგიის გადასახადიც, რის გამოც საკვებისთვის მწირი თანხა  რჩებათ. ნინოს და მისი შვილების კვების რაციონი სუპებით, მაკარონით, იშვიათად კარტოფილით და ლობიოთი შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ თვის დასაწყისში, თვის ბოლომდე თანხა არასდროს მიჰყვებათ, რის გამოც რამდენიმე დღე შიმშილთან გამკლავება უწევთ.

"გადასახადებს რომ გადავიხდი, მხოლოდ 150-200 ლარი მრჩება. მითხარით, 200 ლარით ხუთმა ადამიანმა როგორ უნდა ვიარსებოთ? შვილები ნახევრად მშივრები მყავს. იმედი მქონდა, ბინას რომ მივიღებ, ცოტას წელში გავიმართები-მეთქი. ველოდე, ველოდე და უარი მივიღე. საშინლად ძალაგამოცლილი, იმედგადაწურული ვარ," - ამბობს ნინო.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სოციალურ საცხოვრისში არსებული საცხოვრებელი ფართები მხოლოდ 42 ოჯახზე იყო გათვლილი და ბინები მხოლოდ ყველაზე გაჭირვებულმა ოჯახებმა მიიღეს. მათი თქმით, ბინის გარეშე კიდევ ბევრი ოჯახი დარჩა. კითხვაზე - რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეს 42 ოჯახი? მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა, რომლის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება. 

გუგუნავას ქუჩაზე მდებარე შენობაში სოციალური საცხოვრისის მოწყობის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 840 000 ლარი დაჯდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.