ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ
სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე იყო ბრალდებული, 9 წლით
და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 16 წლის
დაზარალებულის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება
განახორციელა.
"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური
ხასიათის ქმედების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28
აპრილს ბრალდებულმა, რომელიც მიკროავტობუსით საჯარო სკოლის
მოსწავლეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, 16 წლის დაზარალებულის
მიმართ სექასუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება
განახორციელა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის
მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების
იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)
წარედგინა.
ამავე თემაზე:
შსს-მ ვანის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი
დააკავა
ვანში სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილ
ქმედებაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა
ომბუდსმენი ვანში, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული შესაძლო
გარყვნილი ქმედების საქმეს შეისწავლის
სკოლის მძღოლის მიერ არასრულწლოვანების მიმართ შესაძლო გარყვნილი
ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები