გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 და 3 სექტემბერს,
საქართველოში, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ხანმოკლე
წვიმას (ზოგან ძლიერს), ელჭექს, სეტყვასა და ქარს, 4 სექტემბრის
დილამდე პროგნოზირებენ.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები