იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი
პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯამში, შსს-ს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისსა და
რეგიონებში 8 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად
ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ასაფეთქებელი
მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები