ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალი მეორე დღეა არ მიეწოდება.
21 000 აბონენტს წყალმომარაგება 31 აგვისტოს, 02:00 საათზე
შეუწყდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, წყლის
მიწოდება ადგილობრივებს 20:00 საათზე უნდა აღდგენოდათ, განახლებული
ინფორმაციით კი, 1 სექტემბრის 03:00 საათზე. თუმცა, ამ დრომდე
აბონენტების გარკვეულ ნაწილს წყალი ისევ არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები