წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, ს/დ "ივერიის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 3
სექტემბერს, მუსიკალური საღამო გაიმართება.
ღონისძიებები 19:00 საათიდან დაიწყება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები,
ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, ჩატარდება სხვადასხვა
აქტივობა.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.
პროგრამა:
19:00 – თოჯინების თეატრი - სპექტაკლი „წითელქუდა“
19:00 – 22:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის
გამოფენა-გაყიდვა
19:00 – 21:00 საბავშვო გასართობი სივრცე: გიტარის მუსიკალური
ვორქშოპი, მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი, სახის
მოხატვა, ნოტების ქსოვა, საპნის ბუშტები
19:00- 21:00 - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის
მასტერკლასი
20:00 – 22:00 – კონცერტი. მონაწილეობენ: ანსამბლი „შვიდკაცა“, ქუჩის
ბიჭები, ნინი ქარსელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე.
მუსიკალური საღამოები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები