შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს
გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ
ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ.
ამის შესახებ დღეს, 30 აგვისტოს, გამართულ მთავრობის სხდომაზე
იმსჯელეს.
ადმინისტრაციის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის
შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას,
ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის
კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას.
აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ხელმისაწვდომია
როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე
ცენტრებსა და დაწესებულებებში.
მასალის გამოყენების პირობები