ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის პროექტირება -
მშენებლობაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ტენდერს [NAT230017069] აცხადებს.
აღნიშნულისთვის 43 მილიონ 700 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტი სათავე ნაგებობების გამართვას, ახალი მილსადენების გაყვანას,
ამორტიზებული რეზერვუარების რეაბილიტაციას და სატუმბი სადგურების
გამართვას ითვალისწინებს.
საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადაა - ხელშეკრულების
გაფორმებიდან არაუმეტეს 10 თვე.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 23 სექტემბერს იწყება და
28-ში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები