გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტოს, დღის მეორე
ნახევრამდე, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან
ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა
აღნიშნული ტერიტორიის (აღმ. საქ.) მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,
მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები