ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში, ორი ადამიანი გაიგუდა.
შემთხვევა, რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ქვევრს ასუფთავებდა, რა დროსაც
შეუძლოდ გახდა. უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში
მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.
"როგორც მე ვიცი და წინასწარი ინფორმაციით, მეზობელს ეხმარებოდნენ
ჭაჭის ამოღებაში. რომ ჩავიდა ერთი, ჭაჭის ჰაერმა გაგუდა და მეორე როცა
ჩავიდა მოსახმარებლად, ისიც იგივე მძაფრმა სუნმა გაგუდა",- განაცხადა
ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.
ცხედრები, ცოტა ხნის წინ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
გადაასვენეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები