ონის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით,
რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში
მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები ტარდება როგორც უშუალოდ სტიქიის
ზონაში, ასევე მდინარეების, რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში.
„დღეისთვის 31 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათ შორის მიმდინარეობს ორი
მათგანის იდენტიფიცირება, ასევე ვეძებთ ორ ადამიანს – მცირეწლოვნებს,
როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე
ადამიანების პოვნის მცირედი შანსი მაინც იქნება“, – განაცხადა გიორგი
ნოდარიშვილმა.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ
სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები