ონის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში
სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ნაპოვნია 31 ცხედარი, ეძებენ კიდევ ორ
არასრულწლოვანს.
„კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც
მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე
ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,
31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო
ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო
სჭირდება.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი
ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. მოქალაქეების
საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი
იქნება“, - განაცხადა სერგო ხიდეშელმა.
მისივე თქმით, მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი
კომისიაც, თუმცა სამძებრო სამუშაოებს ხელი რომ არ შეეშალოს, კომისია
ჯერ ვერ მუშაობს.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ
სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები