ქუთაისში, შ. რუსთაველისა და ირ. აბაშიძის გამზირის კვეთაზე,
საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ მიზნით ქუთაისის მერიას 220 000 ლარის სავარაუდო ღირებულების
ტენდერი [NAT230017368] უკვე გამოცხადებული აქვს.
გასამწვანებელი ტერიტორიის გასუფთავება, მიწის ზედაპირის მოსწორება,
სარგავი ორმოების ამოღება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნოყიერი მიწის
დამატება, მცენარეების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა,
ახლადდარგული მცენარეებისა და გაზონის მორწყვა - ასეთია შესასრულებელი
სამუშაოების ჩამონათვალი.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს იწყება და
14-ში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები