საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში, სასტუმროს
მომსახურებით დაკავებული 2 162 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა,
რომლებიც 2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას
ფლობდნენ.
აღნიშნული მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 24.6%-ით არის
გაზრდილი.
ამასთან, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური
სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ
ფორმას „ინდივიდუალური მეწარმე“ წარმოადგენდა.
უწყების მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის
დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3% - სახელმწიფო
საკუთრებაში.
2022 წელს, საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის
დაწესებულებების საერთო ფართობი 3 195.4 ათას კვ.მ-ს შეადგენდა, რაც
20.9%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც
11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო
რაოდენობა კი 6.3%-ით გაიზარდა და 45.8 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოს სასტუმროები და
სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4.9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც
წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 61.9%-ით მეტია.
სტუმართა 60.5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488.9
ათასი (16.4%), ისრაელის მოქალაქე იყო. ევროკავშირის ქვეყნებიდან
შემოსულები უცხოელი სტუმრების 6.2 %-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა
გერმანიისა (29.4%) და პოლონეთის (28.0%) მოქალაქეები იყვნენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წელს,
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს
ტიპის დაწესებულებებს, უმეტესად, რეკრეაციისა და დასვენების
მიზნით (72.1%) სტუმრობდნენ.
მათგან უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 18.8 და 14.5%).
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს სასტუმროებსა და
სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23 259 ადამიანი,
რომელთა უმეტესობას (56.4%) ქალები წარმოადგენდნენ.
მასალის გამოყენების პირობები