ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის
ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ
ინფიცირების 393 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
მათივე ცნობით, ცენტრში სულ 10 170 აივ ინფიცირებული პირია
რეგისტრირებული. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა
უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა,
2156 პაციენტი გარდაიცვალა.
31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6 284
(5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს, მათ შორის 41 (32 + 9
(აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
„რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
ასეთია: 32.6 % (3313) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.4
% (5228) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 %
(1352) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) -
დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) - სისხლის
რეციპიენტია; 1.1 % (115) - გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში
(3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი);
სამეგრელოში (1301); შემდეგ იმერეთში (1227); აჭარაში (1211);
აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში“,- აღნიშნულია
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის
ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2023 წელს დარეგისტრირდა - 96 აივ ინფიცირებულის
გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს - 139 2021წ -144, 2020 წ - 157,
2019წ - 116, 2018 წ. - 135, 2017 წ. - 127, 2016 წ. - 168, 2015 წ. -
94, 2014 წ. - 84 პირი.
2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან 75 მამაკაცია და 22 ქალი .
სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ
შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა, 3 - გავიდა
ქვეყნიდან.
მასალის გამოყენების პირობები