"ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250
ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი
წელიწადში“.
ეს ორგანიზაციაის, "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში"
(
AmCham),
განცხადებაა.
ისინი სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე
სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის
განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2
100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.
"ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის საფასურს – 2250
ლარი წელიწადში და საარსებო ხარჯები – 2100 ლარი წელიწადში.
ყველა ეს სტუდენტი უნდა წარმოადგენდეს ოჯახს, რომლებიც იღებენ
მიზნობრივ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობისგან.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები
სტუდენტებს შესთავაზებენ დახმარებას რიგ საკითხებში. როგორიცაა,
რეკომენდაციები სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხთან დაკავშირებით,
სტაჟირების პროგრამა ასოციაციის წევრ კომპანიებთან და სხვა", –
ნათქვამია "ამერიკის სავაჭრო პალატას" განცხადებაში.
პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის
იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს
მიიღებენ.
სტიპენდიატებს მხარდაჭერა სხვა მიმართულებითაც ექნებათ:
სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნა ასოციაციის წევრ
კომპანიებთან, ინგლისური ენისა და საოფისე საბაზისო უნარების
განვითარებაში ხელშეწყობა.
მრჩევლის დაქირავება სტუდენტებისთვის, რომელიც რიგ პრაქტიკულ
საკითხებში დაეხმარება მათ და ა.შ.
სტუდენტის სოციალური ქულა უნდა შეადგენდეს 70 000 ან ნაკლებს, ჰქონდეს
ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურდეს მისი გაუმჯობესება, სურდეს
ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი
პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს,
შეკრების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა
და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.
სტიპენდიის მიღების მსურველმა სტუდენტებმა,
განაცხადი უნდა შეავსონ ეროვნული გამოცდების
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
განაცხადის შევსების გარდა, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ
სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.
ონლაინ განაცხადის ფორმის წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 8
სექტემბერია.
მასალის გამოყენების პირობები