აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი საბა ხუჯაძე, 2024
წლის აგვისტოდან, სწავლას ამერიკაში, ილინოისის შტატში მდებარე
Chicago-Kent College of Law-ში გააგრძელებს.
ის Illinois Tech-ის სამაგისტრო პროგრამაზე, სახელწოდებით Trial
Advocacy 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
აღნიშნული U.S. News & World Report 2023 წლის რეიტინგით რიგით მე-9
საუკეთესო სამაგისტრო პროგრამაა აშშ-ში და Harvard University-ს მიერ
შემოთავაზებულ იმავე სასწავლო პროგრამას უსწრებს.
საბა მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის გავლა დაეხმარება, საკუთარი წვლილი
შეიტანოს ქართული სასამართლო სისტემის დახვეწაში.
ამ წარმატებამდე მან Erasmus+ International Credit Mobility
Programme - ის ფარგლებში ერთი აკადემიური სემესტრი Aristotle
University of Thessaloniki-ს სამართლის სკოლაში (სალონიკი,
საბერძნეთი) გაიარა, ხოლო იმავე პროგრამაში კიდევ ერთხელ
გამარჯვებულმა, მეორე აკადემიური სემესტრი - Pan-European
University-ში (ბრატისვალა, სლოვაკეთი).
ამავდროულად, ლიეტუვის მთავრობის სტიპენდიით ერთი წელი Mykolas
Romeris University-ს სამართლის სკოლაში (ვილნიუსი, ლიეტუვა) ისწავლა.
ამჟამად კი, ლატვიის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში, კიდევ ერთ
აკადემიურ სემესტრს ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარე ერთ-ერთ
პრესტიჟულ ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში - University of Latvia
გაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები