ქუთაისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სოლიდარობის
აქცია გაიმართება.
სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მოქალაქეები
24 აგვისტოს, 18:00 საათზე, აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბებიან და
ავტომობილებით მსვლელობას გამართავენ.
19:30 საათიდან კი თეთრ ხიდთან აქცია-პერფორმანსია დაგეგმილი.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია, უკრაინა
ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები