ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით,
მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში კიდევ 5
ადამიანს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში,
ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი
საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ
სამანქანო ხიდი და კოტეჯები წაიღო, სადაც დამსვენებლები იყვნენ.
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 28 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები