რიკოთის უღელტეხილზე, მშენებლობაზე დასაქმებული ერთი მუშა დაიღუპა,
მეორე კი - დაშავდა.
შემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საამქროში მოხდა. ამ
ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი -
საქართველოსი და ის კლინიკაში გადაყვანილი.
როგორც "ქუთაისიპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები