გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დღეს სოფელ გლოლაში
ჩავლენ და მოსახლეობას შეხვდებიან.
ისინი ადგილობრივებს სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველად დასკვნას
წარუდგენენ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შოვში ასევე
შეხვედრას გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების პირები.
"დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გავმართავთ. სააგენტოს
წარმომადგენლები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რამ გამოიწვია აღნიშნული
სტიქია, ასევე იმაზე, თუ რა გააკეთეს, რაზე იმუშავეს, რა ეტაპზე
არიან, გასცემენ ყველა კითხვაზე პასუხს, რაც იქნება ადგილობრივი
მოსახლეობისგან დასმული", - განმარტა ონის მერმა სერგო
ხიდეშელმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის
ზონაში ამ დროისთვის 26 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, შვიდი მოქალაქის
სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები