დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში,
ივლისის თვეში, მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის
აეროპორტით, ივლისში, 189 166 მგზავრმა ისარგებლა. ეს მონაცემები 2019
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ით გაზრდილია (2019 წლის
ივლისში - 84 728 მგზავრი).
2023 წლის 7 თვეში, ქუთაისის აეროპორტი, ჯამში, 856 646 მგზავრს
მოემსახურა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდს 90%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტისთვის რეკორდული 2019 წელი იყო,
როცა აეროპორტით თითქმის 874 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი
ქარქაშაძის თქმით, 2023 წელი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით
რეკორდული იქნება და მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია
ოპერირებს, რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები