2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის
შემდეგ დაღუპულია 9 444 სამოქალაქო პირი.
ინფორმაციას გაერო ავრცელებს, თუმცა იამსაც აღნიშნავს რომ მსხვერპლის
რეალური მონაცემი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია, რადგან ჯერ კიდევ არ
არის მოპოვებული ინფორმაცია ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური
ბრძოლები მიმდინარეობდა, ხოლო სიკვდილის შესახებ ბევრი ცნობა კვლავაც
დასაზუსტებელია,
გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისმა 15 აგვისტოს
გამოაცხადა, რომ დაღუპულებს შორის 545 ბავშვია. ამავე განცხადებით,
დაიჭრა 16 940 ადამიანი, მათ შორის -1 126 ბავშვი.
მასალის გამოყენების პირობები