"ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი" — ასე გამოეხმაურა სტიქიას
გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც მან
დღეს 14 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე შოვში სტიქიას გადარჩენილების მიერ მოყოლილი
ისტორიების ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.
მან სპეკულაციები და ტყუილი უწოდა იმ ფაქტს რომ ადამიანები
შოვში სტიქიას სამი საათი ებრძოდნენ.
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ
თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა ღვარცოფს, რაც
არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ, შეუძლებელია ასე განვითარებულიყო
მოვლენები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც
მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ.
საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ებრძოლა სტიქიას 3 საათის განმავლობაში,
უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი"
კობახიძე გამოეხმაურა დავით ჯელაძის ისტორიასაც.
"მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე (საუბარია სტიქიას გადარჩენილი
დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ჩანს, რა გზა გაიარა
მის დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში) ერთი, რომ რატომ იყო
საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა
თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი
დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს
მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად,
წარმოუდგენელი,"
კობახიძის განცხადებას უპასუხა შოვის სტიქიას
გადარჩენილმა მარიამ ბერიანიძემაც.
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?
3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" , -
წერს მარიამი ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები