საქართველოს მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყნების 2022 წლის
რეიტინგში ჰაერის ხარისხის საშუალო, ანუ 61 ინდექსი აქვს მინიჭებული
და 132 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა.
ზოგადად, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ 15.1-სა და 25 ქულას შორის
მოხვედრილი ქვეყანა 3-დან 5-ჯერ აღემატება ჯანმოს გაიდლაინს,
საქართველოს კი ამ მხრივ 17 ქულა აქვს მინიჭებული. ამდენად, 2022 წელს
ქვეყანაში PM2.5-ის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჯანმო-ს ჰაერის
ხარისხის წლიურ რეკომენდებულ მაჩვენებელს 3.4-ჯერ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ეს მონაცემი არ შეცვლილა.
სააგენტო
, IQAir
საქართველოში 2022 წლის ყველაზე სუფთა ქალაქად, ჰაერის ხერისხის
55-იანი ინდექსით, ბათუმს, ხოლო ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად,
81-იანი ინდექსით, რუსთავს ასახელებს.
2022 წელს ჰაერის ყველაზე ცუდი ხარისხით შემდეგი 10 ქვეყანა
გამოირჩეოდა:
ჩადი - AQI-ინდექსი 169
ერაყი -164
პაკისტანი -159
ბაჰრეინი -157
ბანგლადეში -156
ბურკინა ფასო -155
კუვეიტი -151
ინდოეთი -144
ეგვიპტე -128
ტაჯიკეთი -127
მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიშია, რომლის
ჰაერის ხარისხის ინდექსი, PM2.5-ის კონცენტრაციის მხრივ, მხოლოდ 4-ს
შეადგენს. მეორე ადგილზე 8-იანი ინდექსით აშშ-ის სან ფრანცისკო, ხოლო
9-იანი ინდექსით მესამე ადგილზე ნორვეგიის დედაქალაქი ოსლოა.
აღსანიშნავია, რომ 14-იანი ინდექსით სუფთა ქალაქების ათეულში უკრაინის
დედაქალაქი, კიევიც მოხვდა, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილს
იკავებს.
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები