ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდაშელის განცხადებით, შოვში,
სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია.
„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო,
რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული
ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია“, - აცხადებს ონის
მუნიციპალიტეტის მერი.
3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან
19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან
რეჟიმში გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები