შოვში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, - ინფორმაცია პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს დილით განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 მოქალაქე",- თქვა
შალვა პაპუაშვილმა. ინფორმაცია დაადასტურეს შს სამინისტროშიც.
შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა. ეძებენ კიდევ არაერთ
მოქალაქეს.
ონის მუნიციპალიტეტში ერთი კვირაა ძებნა-შველის ღონისძიება
მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები,
კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და
სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თანამშრომლები.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი
ჩამოწვა
მასალის გამოყენების პირობები