გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში
საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება
(თბური ტალღა).
მათივე ცნობით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში
ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური
ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალმთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს.
„ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა
და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების
ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები