ახალი ამბები
"საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გეოლოგიის მატარებელი ქვეყანაა, სახეზეა ყველა კატასტროფული მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს"
FaceBook
„ჩვენს ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პრობლემაა, ონში რომ ხდება რაღაც, ონს უნდა ჰქონდეს ცენტრი, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას გასცემს ან რეაგირებას მოახდენს, ყველა მუნიციპალიტეტს გეოლოგიური სამსახური უნდა ჰქონდეს“.

ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ " განაცხადა.

თეა გოდოლაძის თქმით, ქვეყანას რეგიონული მონიტორინგის სისტემები უნდა ჰქონდეს და გეოლოგები მუდმივად აკონტროლებდნენ პროცესებს.

"ლამაზი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გეოლოგიის მატარებელი ქვეყანაა. სახეზეა ყველა კატასტროფული მოვლენა, რაც შეიძლება მოხდეს: ღვარცოფების განვითარება, მეწყრების განვითარება, მიწისძვრები და ა.შ. ამიტომ პრევენციაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ მონიტორინგზე. თბილისის ცენტრიდან კი არ უნდა იმართებოდეს მონიტორინგის სისტემები, რეგიონული მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს, როდესაც გეოლოგები მუდმივად აკონტროლებენ პროცესებს. 21-ე საუკუნეა, განვითარებულია სატელიტური ტექნოლოგიები, სახმელეთო-რადარული ტექნოლოგიები. უამრავი ტექნოლოგიაა, რომელიც კომპლექსში პრობლემის იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს და საფრთხის შესახებ გარკვეული ალბათობით შეგვიძლია ვისაუბროთ. მიწისძვრა სხვა საკითხია და ამის პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ, როდესაც კლიმატურ პრობლემებზე გვაქვს ლაპარაკი, აქ შესაძლებელია გარკვეული ალბათობით და გარკვეული დროის პერიოდში მსგავსი პრობლემების იდენტიფიცირება და განსაზღვრა.

ეს არის გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პრობლემები, როდესაც ხდება მყინვარის სწრაფი დნობა. ტბებიც ჩნდება და შემდეგ ეს ტბები გრავიტაციით ქვემოთ მოდის. ხდება მყინვარული მდინარეების ადიდება. გავიხსენოთ 2017 წლის მესტია-ჭალის პრობლემები, გავიხსენოთ 2018 წლის ნენსკრა... პრობლემა მოკლე მეხსიერებაა", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.


bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.